Foto

ზუგდიდში მეზობლებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა

ზუგდიდში, კრასნოდარის ქუჩაზე მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.

"მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 75 წლის მამაკაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა, რის შემდეგაც ბენზინი თვითონაც გადაისხა. 

შემთხვევის შედეგად, 75 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე მეორე პირს, ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

დამწვრობის გამო, კლინიკაში მკურნალობს გარდაცვლილი მამაკაცის ძმაც, რომელიც მეზობლების გაშველებას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.