საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.
შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დოკუმენტებში, რომელიც სასამართლოში დილით შეიტანა, აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს 20 დაავადება აქვს, რომელთაგან უმეტესობა პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა.
"ჩვენ ვითხოვთ სასჯელისგან გათავისუფლებას, ვინაიდან ექსპერტიზაში წარმოდგენილი დიაგნოზები შედის იმ ბრძანებაში, რომელიც სპეციალურად არის დამტკიცებული ჯანდაცვის სამინისტროში და ითვლება მძიმე და განუკურნებელ დაავადებად. თუმცა, ალტერნატივის სახით, სასამართლოს ვთავაზობთ, იმ შემთხვევაში თუ არ გამოიყენებს 284-ე მუხლს, ანუ სასჯელის გადავადებას, მაშინ გამოიყენეს 283-ე მუხლი, სასჯელისგან დროებით გათავისუფლება",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა.
"ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს.
The hearing on the lawsuit seeking to ban oppos...
Tbilisi City Court has sentenced Eliso Kiladze,...
The International Press Institute (IPI) has con...
It makes me smile when some people say, with a ...
Former employees of the State Security Service ...
Mana press