31 წლის ქართველი მამაკაცი, რომლის მიმართ იტალიის ხელისუფლებამ 30 ნოემბერს დაპატიმრების ორდერი გამოწერა , პერისტერში საგამოძიებო დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.
დამნაშავეს იტალიის ხელისუფლებას ეძებდა, რადგან საჩივრების თანახმად, ის აწამებდა მოსახლეობას სახლების ძარცვისას.
2021 წლის მარტში, კალაბრიის დიდ ფერმაში, მან აწამა ჩვილი დედის თვალწინ, რათა ქალს მისთვის ეთქვა თუ სად იყო სეიფი.
დამნაშავე მარტო არ მოქმედებდა, მას თან სამი თანამზრახველი ახლდა. მათთან ერთად ფერმაში შუადღით შევიდა და გათენებამდე მძევლად ყავდათ დედა, ბებია და ბაბუა , სანამ არ გაუმხილეს, სად იყო დამალული ფული.
ქართველი ამ კონკრეტულ ფერმაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა.
იტალიის ხელისუფლება მობილიზებული იყო მის დასაკავებლად და როდესაც აღმოაჩინეს მისი მანქანა, დამნაშავე საბერძნეთში გაიქცა, სავარაუდოდ ალბანეთის საზღვრის გავლით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press