ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი იარაღის რუს დილერ ვიქტორ ბოუტში გაცვალეს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
გაცვლა აბუ დაბის აეროპორტში მოხდა, იუწყება რია ნოვოსტი საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
55 წლის ვიქტორ ბუტი რუსი ბიზნესმენია, რომელსაც 2012 წელს აშშ-ში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იარაღის უკანონო მიწოდების ბრალდებით. ბუტი თავის დანაშაულს უარყოფს.
31 წლის ბრიტნი გრინერი ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე კალათბურთელია, რომელსაც აშშ-ში უთამაშია. იგი დააკავეს 2022 წლის თებერვალში შერემეტევოში: მის ბარგში იპოვეს ჰაშის ზეთი,რომელიც მას აორთქლების მიზნით ჰქონდა . აგვისტოში მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალ...
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სპეციალურ საგ...
პროკურატურამ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს ბრალი წა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
Mana press