Foto

ხაჭაპურიძე - თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს პროცესზე გამოცხადებას, დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო მოვიდეს კლინიკაში

თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, ან „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით,იმ შემთხვევაში თუ სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართება, მთავარი პირობაა,რომ ესწრებოდეს ტელევიზიაც და მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია.

„თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, ან „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით, მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია,კი ბატონო, ვივა მედში, ოღონდ ტელევიზიების თანდასწრებით." - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 9 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.