Foto

ალასანია სააკაშვილზე - არ უნდა გაიწელოს ეს პროცესი, იმიტომ რომ ყველა წუთში შეიძლება დამთავრდეს ფატალურად

არ უნდა გაიწელოს ეს პროცესი, იმიტომ რომ ყველა წუთში შეიძლება დამთავრდეს ფატალურად, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია,მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის 14 დეკემბრამდე გადადებას.

მისივე თქმით,ყველა ექიმმა ვინც გასინჯა პაციენტი ერთხმად ამბობს,რომ მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა.

პოზიცია იმისი, ჩემი, ყველა ახლობლის არის ის რომ ეს არ უნდა გაწელილიყო, ეს არ უნდა გაიწელოს ეს პროცესი, იმიტომ რომ ყველა წუთში შეიძლება დამთავრდეს ფატალურად. ეს არაერთხელ ითქვა. წეღან ვისმენდი "ამერიკის ხმა", ტოქსიკოლოგის აზრს ვისმენდი ქართულ ენაზე. ადამიანი ამბობს, რომ არის პაციენტი სიკვდილის პირას. ვერ გავიგე ეხლა ყველა ექიმი ვინც გასინჯა, ყველა ერთხმად ამას ამბობს, - ამბობს გიული ალასანია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა  14 დეკემბრის 11:00 საათისთვის გადაიდო.