ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის თანამფლობელი იქნება სახელმწიფო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ანაკლიის პორტი ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც მთავრობამ უნდა დაიწყოს ინვესტირება და შერჩეული იქნას პარტნიორი კომპანიები.
"ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის თანამფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს.
ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილია რის გაპარტახებული, თქვენ კარგად მოგეხსენებათ ანაკლიაში რაც ხდება ხლა , მტვრის ბუდედ დააქციეს ადგილი, ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება და სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ჯილი საქართველო“ მომხმარებელს ბ...
საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის...
გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტ დო...
თიბისი უერთდება საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციუ...
საქართველოს ბანკი განაგრძობს ტექნოლოგიური და კრ...
Mana press