Foto

ევროპარლამენტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს საბერძნეთმა ქონება გაუყინა

საბერძნეთის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანოს ხელმძღვანელმა ხარალამბოს ვურლიოტისმა ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ევა კაილისა და მასთან დაკავშირებული პირების  ქონებისა და ფინანსური აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევა კაილსა და მასთან დაკავშირებულ პირებს  ბრალი წაუყენეს და დააპატიმრეს ბელგიაში,ყატართან დაკავშირებულ სავარაუდო კორუფციის ფაქტზე.

შეგახსენებთ,9 დეკემბერს ევროპარლამენტის  ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბელგიის პოლიციამ კატარში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის გამო დააკავა. მანამდე კი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გადაწყვიტა, რომ დაუყოვნებლივ შეეჩერებინა ყველა უფლებამოსილება,რომელიც დელეგირებული იყო ევა კაილისთვის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის რანგში.