Foto

ზელენსკი - რუსეთის ფედერაციამ მიიღო ირანული დრონების ახალი პარტია

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ მიიღო ირანული დრონების ახალი პარტია, ჯამში ოკუპანტებმა 250 "Shahed" ტიპის დრონები მიიღეს, -  განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  გაერთიანებული სამეფოს საექსპედიციო ძალების ლიდერთა შეხვედრაზე.

მისივე თქმით, რუსული რაკეტები და ირანული უპილოტო თვითმფრინავები მუდმივად გამოიყენება დარტყმისთვის, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე.

მან დასძინა, რომ ბოლოდროინდელმა მასიურმა დარტყმამ უკრაინაში გამოიწვია ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერება 22 მილიონ 408 ათას მოქალაქეზე, 10 მილიონზე მეტ ადამიანს კი, შეუწყდა წყლისა და გათბობის მიწოდება.