Foto

ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილმა თავი ცუდად იგრძნო და ჩართვაზე უარი თქვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო სხდომას დისტანციურად, ამ ეტაპზე, ვეღარ დაესწრება.

როგორც ადვოკატმა, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, სააკაშვილმა თავი ცუდად იგრძნო, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე.

„ბატონი მიხეილის საკანში იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი, რომელიც ახლახან დამიკავშირდა და თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, აქედან გამომდინარე, ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე, მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს, ჩართავს, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და ჩაერთოს პროცესში”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს დღეს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა მესამე პრეზიდენტიც.