Foto

ხერსონზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, დაშავდა 68 ადამიანი

რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ხერსონის OVA-ს ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. 

იანუშევიჩი რეგიონის მოსახლეობას უსაფრთხო რეგიონებში ევაკუაციისკენ მოუწოდებს. 

ცნობისთვის, გუშინ, 24 დეკემბერს, რუსებმა დაბომბეს ხერსონის ცენტრი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავდა 35 ადამიანი, დაიღუპა 8.

მოგვიანებით ქალაქის მერის მრჩეველმა რომან ჰოლონიამ განაცხადა, რომ ხერსონში რუსული დაბომბვის შემდეგ ვითარება კვლავ რთულია. მისი თქმით, ცეცხლის ქვეშ მოექცა ხალხის მასობრივი თავშეყრის ადგილები - ბაზარი, სუპერმარკეტი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შობის წინა დღეს ხერსონის დაბომბვას ტერორი უწოდა.