Foto

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

სასამართლო პროცესზე ნევროლოგი, ამერიკელი ექსპერტი ემანუელ ლაჰანი დაიკითხება. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე აპირებს დააყენოს შუამდგომლობა, რომ სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნული შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა 22 დეკემბერს ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.