საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის სამი ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებმა, რომლებიც სატვირთო ავტომანქანებით, თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის საქონლის ტრანზიტულად ტრანსპორტირებას, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოში შემოიტანეს საერთო ჯამში 6 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს.
საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press