"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები 17 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 5 სარაკეტო და 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მათ დასძინეს, რომ უკრაინის მასშტაბით საჰაერო და სარაკეტო თავდასხმების საფრთხე კვლავ მაღალია.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, მაკეევკას, ბილოჰორივკას და დონეცკის ოლქის სპირნეს, როზდოლივკას, სოლის, კრასნა ჰორას, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, კლიშივკას, პრედტეჩინეს, კურდიუმივკას, ვოდიანეს, ნეველსკეს, კრასნოჰორივკას, მარინკას და ველიკა ნოვოსილკას დასახლებულ პუნქტებში.", - განაცხადა უკრაინის გენერალურმა შტაბმა.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press