თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობაში მსჯვარდებულები პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლე მაია თეთრაულის გადაწყვეტილებით, 6 მსჯავრდებულს - დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს - სასჯელი 1 წლით შეუმცირდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სასჯელის სახედ გათვალისწინებული 5-წლიანი პატიმრობა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრა.
მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას, დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.