რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის 13 დასახლებული უბანი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას Ukrinform ავრცელებს.
დონეცკის ოლქის პოლიციის საკომუნიკაციო დეპარტამენტის განცხადებით, დაბომბვის შედეგად დონეცკის რეგიონში 36 დარტყმა დაფიქსირდა, რუსების სამიზნე სახლები, ქარხანა, სკოლა და საავადმყოფო იყო.
აღნიშნულია, რომ მტერმა ჭურვები ესროლა ქალაქებს ავდიივკას, ბახმუტს, კრამატორსკს, ჩასივ იარს, ქალაქ ველიკა ნოვოსილკას, კომიშივკას, სოფლებს ბერდიჩის, კრასნოჰორივკას, ვესელეს, იაგიდნეს, ვრემივკას, კარლივკას, სევერნეს. დამპყრობლები ისროდნენ სარაკეტო სისტემებიდან, გრადის საზენიტო იარაღიდან, არტილერიიდან და ტანკებიდან.
„რუსების სამიზნე სახლები, ქარხანა, სკოლა და საავადმყოფო იყო - პოლიციამ დააფიქსირა 36 დარტყმა დონეცკის რეგიონში. დღის განმავლობაში ცეცხლის ქვეშ 13 დასახლება მოექცა. რუსულმა არმიამ მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები“, - ნათქვამია ანგარიშში.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press