დნეპრში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა, მათ შორის ექვსი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
რეზნიჩენკომ გამოაქვეყნა ყვავილებისა და სათამაშოების ფოტოები, რომლებიც ადგილობრივმა მოსახლეობამ, მაშველებმა, მოხალისეებმა და ხელისუფლებამ გარდაცვალების ადგილზე მიიტანეს.
განცხადების მიხედვით, 20-მდე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
"განახლებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა რაკეტამ 45 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ექვსი ბავშვი“, - განაცხადა რეზნიჩენკომ.
შეგახსენებთ, რუსული რაკეტა 14 იანვარს დნეპროში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც მაღლივი კორპუსის შესასვლელი მთლიანად ჩამოინგრა.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press