თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა და მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ვახტანგ წერეთელი ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო.
განაჩენი მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ გამოაცხადა, რითაც 4 წლიანი საქმის წარმოება დაასრულა.
პროცესს დაცვის მხრიდან მხოლოდ ადვოკატები და ,,ტვ პირველის" დამფუძნებელი ესწრებოდა. "ლელოს" ლიდერები კი განაჩენს პარტიის ცენტრალური ოფისიდან ელოდნენ.
ცნობისთვის, ,,ლელოს" ლიდერებსა და ,,ტვ პირველის" დამფუძნებელს ფულის გათეთრებას ედავებიან. კერძოდ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აქვთ წარდგენილი, რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს გამოცხადებული განაჩენით ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა საპატიმრო სასჯელის მოხდა სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო არ მოუწიათ.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press