"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
როგორც ხაზარაძემ მეორე ინსტანციის განაჩენის მოსმენის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ბრძოლა გაგრძელდება".
"ჩვენ დღესვე მივმართავთ ჩვენს ადვოკატებს და გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილებას. ეს არის გრძელი გზა და დარწმუნებული ვარ, რომ უზენაესში დაგვხვდება ის ადამიანი, ის მოსამართლე, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი - ბატონი თადუმაძე, რომელიც იყო გენერალური პროკურორი, რომელმაც დაიწყო საქმე ჩვენს წინააღმდეგ და ახლა მივდივართ როგორც მოსამართლესთან ბატონ თადუმაძესთან, რომელმაც თითქოს სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს. ეს არის აბსურდის თეატრი, აბსურდის ქვეყანა და ასე ვერ გაგრძელდება. მე ვპირდები თითოეულ მოქალაქეს, რომ ბრძოლა ერთი წამით არ გაჩერდება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა და მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ვახტანგ წერეთელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო. მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press