თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. სასამართლო პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრება.
ექსპრეზიდენტმა მოსამართლე გიორგი არევაძეს მიმართა და განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.
"მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა... ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის მომეცეს საშუალება ადეკვატური მკურნალობის. თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ", - თქვა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press