ძალიან მინდა მათ იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა ისტორიის წინაშე, რადგან დღეს აქ იწერება ჩვენი ისტორია, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, გაჭიანურებული იყო დიაგნოსტიკის პროცესი, აქედან გამომდინარე დადგა დღე, როდესაც მიღებული უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება.
"ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ძალიან მინდა მათ იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა ისტორიის წინაშე, რადგან დღეს აქ იწერება ჩვენი ისტორია... ძალიან გაწელილი იყო დიაგნოსტიკა ეს პროცესი თავისთავად ბოლოს და ბოლოს დადგა ეს დღე, როდესაც მიღებული უნდა იყოს გადაწყვეტილება, ყველაფერი შესაძლებელია", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დიდი ალბათობით მოსამართლე გიორგი არევაძე ისტორიულ გადაწყვეტილებას სხდომის დასრულების შემდგომვე გამოაცხადებს.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press