მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს.
ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებით, მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ აქვს.
"სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არ აქვს! მაინც გავიყვან და გადავარჩენ სააკაშვილს, მთლად თავდაყირა რომ დადგეს ქართული კვაზი ,,მართლმსაჯულება"! კარგი იყო ეს ქართველი მოსამართლის ხელით მომხდარიყო", - წერს ხაჭაპურიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ, 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press