[ბადრი ესებუა] ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკში მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს, - ამის შესახებ ბადრი ესებუას ადვოკატმა, სოსო ჯანაშიამ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მონახულების შემდგომ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც მას ბადრი ესებუამ მოახსენა, როდესაც მასობრივ საშუალებებში მისი სახელი და გვარი გაჟღერდა, შეექმნა წარმოდგენა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, სწორედ ეს განცდა გახდა იმის მიზეზი, რომ ის პოლიციას ემალებოდა.
"ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას საქართველოს ბანკში მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს. მისი განმარტებით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და იმ დღეს ის საქართველოს ბანკში არ იმყოფებოდა.
მისი განმარტება ესეთია, რომ იმ დღის მერე, როცა გაჟღერდა მასობრივ საშუალებებში სახელი და გვარი, შეექმნა წარმოდგენა, რომ მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე, შესაბამისად წლების განმავლობაში თავს არიდებდა პოლიციაში გამოცხადებას. ჰქონდა განცდა, რომ თუ ხელში ჩაუვარდებოდა პოლიციას, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა." ამბობს ადვოკატი.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press