თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა.
ხაჭაპურიძის თქმით, მეორე ინსტანციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ისე დატოვა, რომ პროცესებიც კი არ ჩაუტარებია.
"ახლა დამიკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და მითხრა - მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ძალაში დარჩეს მოსამართლე გიორგი არევაძის განჩინება. ანუ სააკაშვილს უარი ეთქვა სასჯელის გადავადებაზე ისე, რომ სასამართლო პროცესებიც კი არ ჩაუტარებიათ. საქმეს განიხილავდა მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილი", - ამბობს ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე უარი 6 თებერვალს უთხრა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press