ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ძებნილი ქართველი, რომელზეც საბერძნეთს 2012 წლიდან საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 38 წლის ი.ნ., რომელსაც საბერძნეთში ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ნეაპოლში თბილისიდან ჩარტერული რეისით ჩაფრინდა, რათა ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დასწრებულიყო.
"ნ.ი. 38 წლის ქართველი, კაპოდიჩინოს საჰაერო სასაზღვრო პოლიციის ოფისმა ევროპული დაპატიმრების ორდერის აღსრულების მიზნით დააკავა, საბერძნეთის სასამართლოს მიერ 2012 წლის ოქტომბერში გამოტანილი აღმასრულებელი სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა - მიესაჯა მკვლელობის მცდელობისთვის",- წერს იტალიური მედია.
The hearing on the lawsuit seeking to ban oppos...
Tbilisi City Court has sentenced Eliso Kiladze,...
The International Press Institute (IPI) has con...
It makes me smile when some people say, with a ...
Former employees of the State Security Service ...
Mana press