სამხრეთ კორეის მთავრობამ დაამტკიცა საექსპორტო ლიცენზიები, რათა პოლონეთმა შეძლოს უკრაინას მიაწოდოს კრაბის ჰაუბიცები, წერს Reuters თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ეს არის პირველი დადასტურება იმისა, რომ სეულმა ოფიციალურად დაამტკიცა უკრაინაში სამხრეთ კორეის კომპონენტებით იარაღის მიწოდება და არა მხოლოდ მათზე დახუჭა თვალი, ხაზს უსვამს სააგენტო. მანამდე სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა ამ საკითხზე რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
Reuters-თან ინტერვიუში, სამხრეთ კორეის თავდაცვის შესყიდვების პროგრამის ადმინისტრაციის (DAPA) ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორმა, კიმ ჰიუნ-ჩულმა დაადასტურა ექსპორტის ლიცენზიების გაცემა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა იარაღს პირდაპირ არ გადასცემს უკრაინას. .
პოლონეთმა უკრაინას 18 კრაბის ჰაუბიცა რომ გადასცა, ჯერ კიდევ მაისში გახდა ცნობილი. გარდა ამისა, ზაფხულში პოლონურმა რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს კონტრაქტს 50-ზე მეტი ჰაუბიცის მიწოდებაზე, რომლის ღირებულებაა დაახლოებით $650 მილიონი.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press