Foto

უკრაინის დაზვერვა - რუსეთში საბრძოლო მასალის დეფიციტია

რუსეთში საბრძოლო მასალის დეფიციტი დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვას აქვს დოკუმენტი, სადაც ნათლად ჩანს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აფრიკის კონტინენტისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა დაიწყო, ვინაიდან რუსეთს აქვს განზრახვა, რომ რაც შეიძლება მეტი იარაღი მიიღოს, ვინაიდან მათი საბრძოლო მასალის რესურსი ფაქტობრივად ამოწურულია.

"სამხედრო დაზვერვას აქვს დოკუმენტები რუსეთის ხელისუფლების თანამშრომლობისა და განზრახვების შესახებ საბრძოლო მასალის, რაკეტების, სხვა აღჭურვილობისა და იარაღის შეძენასთან დაკავშირებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ რუსეთში დაიწყო საბრძოლო მასალის დეფიციტი. ვიცით, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ ირანთან. მოლაპარაკებები მიანმართან, აფრიკის კონტინენტის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმდინარეობს. მათ გაგზავნეს თავიანთი დელეგაციები - თავდაცვის სამინისტრო, საგარეო დაზვერვის სამსახური და სხვა უწყებები, რომ მიიღონ რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა და სხვა იარაღი“, -  განაცხადა სკიბიცკიმ.