Foto

მუხიანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა.

65 წლის კაცის ცხედარი გუშინ, გამთენიისას მუხიანის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე იყო ცეცხლის კვალიც, რის გამოც ადგილობრივებმა 112-ში დარეკეს, ადგილზე მისულ ჯგუფს კი, ლიფტის შახტში მამაკაცის ცხედარი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.