Foto

ზელენსკი: სი ძინფინგს გადავეცი მესიჯი, რომ მსურს შეხვედრა, მაგრამ პასუხი არ მიმიღია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მას ჩინეთის ლიდერთან სი ძინფინგთან შეხვედრა სურს. 

"ჩინეთისგან შუამავლობის წინადადება არ მიმიღია. არ მიმიღია შეხვედრის წინადადება. მე ასევე დიპლომატიური არხებით გავეცი პირდაპირი მესიჯები, რომ მსურს დაველაპარაკო ჩინეთის ლიდერს". – აღნიშნა ზელენსკიმ. 

გარდა ამისა, ზელენსკიმ სკეპტიციზმი გამოთქვა ჩინეთის 12-პუნქტიან წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ომში ჩართულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა" პირველადი მნიშვნელობის უნდა იყოს.

ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი რუსეთს 20 მარტს ეწვია, რა დროსაც იგი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გასაგრძელებლად შეთანხმებას ხელი მოაწერა.