საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
როგორც კუპატაძემ ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ამ დროისთვის დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, დაკავებულთა შორის კი ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.
"გრძელდება უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ფონიჭალაში ოთხ ლოკაციაზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი ამ დროისთვის. ღონისძიება გრძელდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე, დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება. არიან როგორც მანდილოსნები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები", - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press