თბილისის საქალაქო სასამართლოში, „პუბლიკის“ დირექტორისა და თანადამფუძნებლის ზურა ვარდიაშვილისა და „ტაბულას“ ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
2 მარტს პარლამენტთან აქციაზე დაკავებულ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
"ტაბულას" ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში არ არსებობს არავითარი მტკიცებულება დაკავებული ჟურნალისტის წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე ადვოკატებმა ჰკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტებს, შეუძლიათ თუ არა რომ დაასახელონ კონკრეტული ფრაზები, რომლებიც შეურაცხმყოფელი იყო, რის გამოც უშუალოდ ჟურნალისტის დაკავება მოხდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კი ვერცერთი კონკრეტული სიტყვა ვერ დაასახელეს, რის შემდგომაც ადვოკატმა განაცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ უწყების წარმომადგენლები მანდილოსნები არიან, ისინი ბილწ სიტყვას ვერ იტყვიან სასამართლო დარბაზში.
ცნობისთვის, პოლიციის მტკიცებით, მედიის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები დაარღვიეს, სასამართლო პროცესი კი, სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press