თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არჩილ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
"მოსამართლემ მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. რა თქმა უნდა, ჩვენ, დაცვის მხარე გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას. მათი არგუმენტაცია იყო სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, შესაბამისად, ამიტომ ვაპირებთ, რომ გავასაჩივროთ გადაწყვეტილება. ბრალდებული ამ ეტაპზე იყენებს დუმლის უფლებას", - უთხრა ჟურნალისტებს გრიგორიადისის უფლებადამცველმა.
ცნობისთვის, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.
აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საი...
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დე...
Mana press