„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა გამოძიების დაწყებას, თათია სამხარაძის მიმართ ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და მისი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებლისა და ჟურნალისტის ქმედებები თათია სამხარაძესთან დაკავშირებით შესაძლოა შეიცავდეს ადევნების დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან შალვა რამიშვილისა და ნათია ბერიძის ყველა ქმედების ერთადერთ მიზანს სავარაუდოდ წარმოადგენდა თათია სამხარაძისთვის ფსიქიკური ტანჯვის მიყენება და იძულება შეიცვალოს ცხოვრების წესი- შეწყვიტოს შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე საუბარი.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ძალადობის, დევნისა და შევიწროების მსხვერპლი ქალების ჯეროვანი დაცვა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქალების უსაფრთხოებისთვის, თანასწორობისთვის და პოლიტიკური და საზოგადოებრივი მონაწილეობისთვის.
"როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 25 მარტს, ტელეკომპანია ,,პოსტვ“-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თათია სამხარაძე იმყოფებოდა დავით კეზრაშვილის ცოლისძმის დიმიტრი ჩიქოვანის კუთვნილ ბინაში და შესაძლოა მას აღკვეთილი ჰქონოდა თავისუფლება, რის გამოც ,,პოსტვ-ის“ ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ მიმართა პოლიციას. ,,პოსტვ“-ის ჟურნალისტები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას თათია სამხარაძისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების თაობაზე და ცდილობდნენ მის დისკრედიტაციას. ამასთან ერთად, ჟურნალისტები რამდენიმე დღის განმავლობაში მორიგეობდნენ თათია სამხარაძის სახლთან და ცდილობდნენ მის გადაღებას. 25 მარტის ინციდენტს წინ უსწრებდა თათია სამხარაძის მიერ 20 მარტს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტის გამოქვეყნება, სადაც იგი საუბრობდა შალვა რამიშვილის მხრიდან ქალების სექსუალურ შევიწროვებაზე. თათია სამხარაძის მიერ პოსტის გამოქვეყნების შემდგომ არაერთმა ქალმა გაავრცელა სხვადასხვა დროს შალვა რამიშვილის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროვების თაობაზე ინფორმაცია. შედეგად, მომდევნო დღეებში კი ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი პირდაპირ ეთერში საუბრობდა თათია სამხარაძის შესახებ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე უთითება, რომ უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იყო ორკესტრირებული და თათია სამხარაძემ ამ ცილისმწამებლური კამპანიისთვის აიღო ფული დავით კეზერაშვილისგან", - ნათქვამია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 112-ში ტელევიზია POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული ზარის გამო, 25 მარტს, გვიან ღამით "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ირკვევა, რომ 112-ში ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.
ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერი POSTV-მა საკუთარი თავის გასათეთრებლად დაგეგმა.
26 მარტს, თათია სამხარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც თქვა რომ POSTV-ი იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის და აქვს ჩალურჯებები. სამხარაძემ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, სადაც მამამისთან ერთად იყო.
მომხდართან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
2016 წელს, თათია სამხარაძემ POSTV-ის აღმასრულებელ დირექტორს, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press