საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა.
აღნიშნულ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის დედა გიული ალასანია და სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე პოლონეთიდან ავრცელებენ.
"დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი, დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი. მე ვცდილობ, რომ როგორმე გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე", - აცხადებს გიული ალასანია.
გიორგი ჩალაძის თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან ერთად, ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ღონისძიებები გაგრძელდება.
"პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას სჭირდება ბევრი კომპლექსური ქმედება. ყველა ეს ქმედება ხორციელდება უმაღლეს დონეზე და სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან ერთად, ეს ქმედებები გაგრძელდება, ვიდრე მისი გათავისუფლება არ იქნება მიღწეული", - ამბობს გიორგი ჩალაძე.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო. 2 მარტს, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით გასული წლის 1-ელ დეკემბერს მიმართა. ხაჭაპურიძის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდ...
სასამართლომ 14 მაისს პარლამენტის შესასვლელთან გ...
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის...
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებე...
საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დი...
Mana press