Foto

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხური და აზერბაიჯანული მედია ორი ქვეყნის სამხედროებს შორის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ იუწყებიან.

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროება სომეხი ჯარისკაცების მიმართულებით 11 აპრილს, საღამოს გახსნეს ცეცხლი, როდესაც სომეხი სამხედრო მოსამსახურეები საინჟინრო სამუშაოებს ატარებდნენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათი პოზიციები სომხების მხრიდან ნაღმმტყორცნებითა და მსხვილი კალიბრის იარაღით ცეცხლის ქვეშაა მოქცეული.

აზერბაიჯანის სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპასუხო ცეცხლის შედეგად სომხურმა მხარემ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.

"11 აპრილს სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა პროვოკაციის მიზნით ინტენსიურად დაბომბეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციები ლაჩინის მიმართულებით. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს. ამჟამად ჩვენი პოზიციები სომხების მხრიდან ნაღმმტყორცნებითა და მსხვილი კალიბრის იარაღით ცეცხლის ქვეშაა“, - ნათქვამია განცხადებაში.