უმნიშვნელოვანესია, პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა კარგად გაიაზრონ, რუსული ოცნების რეჟიმის საფრთხეები და მოერიონ საკუთარ, პირად ინტერესებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ოპოზიციური სპექტრისა და საზოგადოების ერთიანობით უნდა მოხდეს და ასახელებს 12 პრობლემას, რომელიც შეუძლებელია არ იყოს გამაერთიანებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის.
"ასეთ პირობებში (მინიმალური ჩამონათვალი), როგორ შეიძლება საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს პრეტენზია ერქვას რუსული ოცნების, ივანიშვილის ოპოზიცია, სხვა თემებით იღლებოდეს, ცდილობდეს დღის წესრიგი არააქტუალური და არაპრიორიტეტული თემებით გააჯეროს ? წარმოუდგენელია, ეს თემები არ იყოს გამაერთიანებელი და მთავარი სამიზნე, სამუშაო ჩვენი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
საქართველომ, უნდა მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. სტატუსის გარდა, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟის გარდა და საერთო ეროვნული ინტერესების გარდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება, სხვა რა საქმე შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ? უმნიშვნელოვანესია, პასუხისმგებლიანმა ადამიანებმა კარგად გაიაზრონ, რუსული ოცნების რეჟიმის საფრთხეები და მოერიონ საკუთარ, პირად ინტერესებს - იფიქრონ ქვეყნისა და ხალხის საჭიროებებიდან გამომდინარე.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press