კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფი მობილიზაცია და უფლებების დაცვა და აღნიშნავს, რომ ზურაბ ჯაფარიძეზე “შეტევა, არის სტუდენტობაზე საერთო შეტევის ნაწილი”.
“კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს ზურა ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას, ვინაიდან მას აღმოაჩნდა ახალგაზრდობის მობილიზაციის განსაკუთრებული ნიჭი.
ზურაზე შეტევა არის სტუდენტობაზე საერთო შეტევის ნაწილი. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს არა მხოლოდ პროტესტის გამოთქმა, არამედ სწრაფი მობილიზაცია და თავისი უფლებების დაცვა.
თავს ესხმიან ზურას? - ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში.
სცემენ ჩვენს შვილებს? - მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი.
ჩვენ ბევრად მეტი და ბევრად უფრო ძლიერები ვართ!”, - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press