ორბელიანების სასახლეში პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას და "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკებების პროცესში მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმებები და მოლაპარაკებები საბოლოოდ ხვალ დასრულდება.
"ჯერ არ დასრულებულა, ძალიან იმედი მქონდა, რომ ეს დღეს დასრულდებოდა, ჯერ არ დასრულდა, დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა, არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია... დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხება პარიტეტის საკითხს, რომელიც ისე ვერ დალაგდა, თუმცა გამოსავალი ვნახეთ. ეხლა კიდევ არის ცოტა უფრო კონკრეტული საკითხები, რომლებიც ხვალ დღის განმავლობაში, მე იმედი მაქვს, რომ დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული",- განაცხადა გახარიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press