Foto

კალანდარიშვილი უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რაც გაყალბებული არჩევნების სიმბოლოა - ბოკუჩავა

საზოგადოებამ იხილა ცესკოში “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის პროტესტი გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, რომელიც უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რაც გახდა ერთგვარი სიმბოლო სწორედ ამ მიტაცებული და ტოტალურად გაყალბებული არჩევნების,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, “საზოგადოება არ შეეგუება მიტაცებული არჩევნების შედეგებს, ამიტომ მათ ეჩქარებათ ამ მიტაცებული არჩევნების დაკანონება, იქნება ეს სასამართლოში თუ საოლქო კომისიებსა და ცესკოში“.

“საზოგადოებამ იხილა ცესკოში “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის პროტესტი გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, რომელიც არის მთავარი შემსრულებელი რუსული სპეცოპერაციის, რის შედეგადაც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების მიტაცება მოხდა 26 ოქტომბერს, ახლა ის უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რომელსაც ის ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის, რაც გახდა ერთგვარი სიმბოლო სწორედ ამ მიტაცებული და ტოტალურად გაყალბებული არჩევნების.

ჩვენ გუშინაც ვნახეთ სააპელაციო სასამართლომ როგორ ვერ გაბედა სხდომის ჩატარება “ნაციონალური მოძრაობის“ შეტანილი სარჩელის განსახილველად და იქაც პროტესტის ფორმით ჩვენ 1260 გვერდიანი მტკიცებულებები კიბეზე დავტოვეთ პროტესტის ნიშნად, რადგან რეალურად ქვეყანაში გაუქმებულია საარჩევნო ადმინისტრაცია, სასამართლო, გაუქმებულია თავად არჩევნების ინსტიტუტი და არჩევნების უფლება და ამის დაბრუნება ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ პროტესტით, იქნება ეს სასამართლოსთან, ცესკოში, რუსთაველის გამზირზე, თუ უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ გამოხატული. ნებისმიერი ფორმით ჩვენ უნდა გამოვხატოთ პროტესტი, რომ დავიბრუნოთ არჩევნების უფლება, დავიბრუნოთ მიტაცებული სახელმწიფო და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“,- განაცხადა ბოკუჩავამ.