ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები, ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი და დონალდ ტუსკი 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს გმობენ.
მერცი, მაკრონი და ტუსკი წერენ, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერენ და გმობენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან "სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ თავდასხმებსა" და ნაბიჯებს, "რომლებსაც დემოკრატიული უკუსვლა მოჰყვებათ".
ევროპელი ლიდერები ქართულ ოცნებას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვისკენ, გადაჭარბებული ძალის გამოყენების ცნობების გამოძიებისკენ, ევროპული სტანდარტების საწინააღმდეგო კანონების შესწორებისკენ, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში ხელახლა შესვლისკენ და რეფორმის პროცესისთვის დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გვსურს, რომ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი გადავცეთ ქართველ ხალხს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა ხელახლა გამოვხატოთ.
მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის სურვილს ირეკლავს. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელსაც დემოკრატიული უკუსვლა მოჰყვება და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის ცნობები გამოძიებული უნდა იყოს. კანონები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებთან წინააღმდეგობაში მოდის, უნდა შესწორდეს და რეფორმების აუცილებელი პროცესი უნდა გაგრძელდეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა განაახლოს.
ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვათ შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყნის ევროპულ გზას უკავშირდება". - წერია განცხადებაში.
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
პარლამენტი "2003–2012 წლებში მოქმედი...
Mana press