Foto

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის დაკავებებზე

ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის დაკავებებზე, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენერგარდი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ნიკა მელიასა და ზურაბ ჯაფარიძის დაკავებებზე. შვედეთი ინარჩუნებს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისადმი თავის ძლიერ მხარდაჭერას“, - წერს სტენერგარდი.