სისასტიკე, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სინამდვილეში არის სისასტიკე ყველა მოქალაქის მიმართ, – ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითიც გუშინ, საქართველოს ექს–პრეზიდენტის მე–12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.
ხოშტარიას თქმით, ხელისუელებისთვის სიტყვა კანონი არაფერს ნისნავს, სახელმწიფოსთვის არაფერს წარმოადგენს ადამიანი და ის ყველაფერს გაგიკეთებს.
"მე ვეღარც ვილაპარაკებ კანონდარღვევაზე, იმიტომ რომ ხელისუფლებისთვის სიტყვა კანონი არაფერს ნიშნავს, მათ არც უფიქრიათ, რომ კანონი დაიცვან, მაგრამ ეს ყველაფერი იყო დემონსტრაციულად, დიდი სისასტიკით გაკეთებული. ეს სისასტიკე, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სინამდვილეში არის სისასტიკე საქართველოს მოქალაქის მიმართ. შეიძლება ყველა ვერ იაზრებს, რომ ეს მას ეხება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გახდა უკიდურესად სასტიკი, სახელმწიფოსთვის არაფერს წარმოადგენს ადამიანი და ის ყველაფერს გაგიკეთებს", – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press