Foto

ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს სუსტად, თუმცა მზად არის ხვალინდელ პროცესს დაესწროს

მესამე პრეზიდენტი თავს გრძნობს სუსტად. მისი ფერმენტები ღვიძლში იყო მომატებული და იმედი გვაქვს რომ ექიმები დაარეგულირებენ ამ მაჩვენებელს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

როგორც ექსპრეზიდეტნის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალინდელ სასამართლო სხდომას დაესწროს. 

"მესამე პრეზიდენტი თავს გრძნობს სუსტად. მისი ფერმენტები ღვიძლში იყო მომატებული და იმედი გვაქვს რომ ექიმები დაარეგულირებენ ამ მაჩვენებელს და უკეთესი ვითარება გვექნება, თუმცა ამ მდომარეობაშიც კი, ის მზად არის ხვალინდელ პროცესზე გამოსაცხადებლად.

მიხეილ სააკაშვილი ასევე დიდ მადლობას უხდის ყველა ექიმს, ვინც მის ჯანმრთელოვაზე ზრუნავს. პრეზიდენტი ძალიან ბენდიერია რომ არის საქართველოს ჯარისკაცების გარემოცვაში, თუმცა გული წყდება რომ ეს ჯარისკაცები, გულანთებული პატრიოტები აქ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებად არიან გამოყენებული.

ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვას სიტყვას, რომელიც ნიღბის ჩამომგლეჯი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს ხელისუფლების დავალებას.

ასევე, დღეს, მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი ჩამოვიდა და მოვითხოვთ პენიტენციურ სამსახურს, მას არ შეექმნას რაიმე ხელოვნური ბარიერი, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტს ექნება მკაცრი რეაგირება."- განაცხადა ადვოკატმა. 

ცნობისთვის, ხვალ, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ე.წ პიჯაკების საქმეზე გაიმართება.