BBC-ის გამოძიება სერიოზული ამბავია, ბრალდებაც მძიმე და ძალიან კარგია, რომ საკითხი, არა საქართველოს, არამედ ბრიტანეთის სასამართლოში გაირკვევა. კარგია, რომ იჩივლებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან, - ასე გამოეხმაურა პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია BBC-ის ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატიას, სადაც, თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.
მისივე თქმით, მას დავით კეზერაშვილთან არანაირი პოლიტიკური გარიგება არ აქვს და არც პარტიული დაფინანსება მიუღია მისგან.
„ - ბბს-ს გამოძიება სერიოზული ამბავია, ბრალდებაც მძიმე და ძალიან კარგია, რომ საკითხი, არა საქართველოს, არამედ ბრიტანეთის სასამართლოში გაირკვევა. კარგია, რომ იჩივლებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან;
წარმოუდგენელი უღირსობაა მთელი რიგი ადამიანებისგან პირადი ინტერესებისთვის ამ კამპანიაში მონაწილეობა;
- არანაირი პარტიული დაფინანსება მე კეზერაშვილისგან არ მაქვს, არანაირი პოლიტიკური გარიგება მე კეზერაშვილთან არ მაქვს და არავისთან არ მექნება. ვინც ეს მოიგონა, უბრალოდ არაკეთილსინდისიერი ადამიანია. დრო ყველაფერს აჩვენებს;
- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფინანსური ინტერესის გარეშე შეიძლება, გქონდეს პოზიცია“, - წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, BBC-იმ ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მონაწილედ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.