ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სხდომას არ ესწრებოდა გივი თარგამაძე, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია. გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბ...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, აეკრძალა თანადებობის დაკავება 2 წლის ვადით. განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია. მიუხედავად ადვოკატის შუამდგომლობისა, რომ მოსამართლეს სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაედო, გალუსტაშვილმა განაჩენი მაინც გამოაცხადა. ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან და...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, (დეტექტივების და საგამოძიებო სამმართველოს) ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების, ასევე, მარიხუანის შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების და გასაღების მცდელობის ბრალდებით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 20...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ჯაფარიძე. მოსამართლემ გასული სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო, თუმცა, ის პროცესზე არ გამოცხადებულა. ჯაფარიძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე განაჩენი გამოუტანეს. ცნობისთვის, ზურაბ გირჩ...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება. როგორც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაცხადა, სასამართლო ჯაფარიძეს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს, საბოლოო სიტყვით ისარგებლოს. დღევანდელ სხდომას არ დასწრებია ჯაფარიძე. როგორც მისმა ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებისას განმარტა, მას ჯაფარიძემ დაურეკა და უთხრა, რომ ის არ ენდობოდა სასამართლოს, რომ სწორედ ამ მოსამართლეს ჰქონდა ნიკა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება მიღებული, შესაბამისად, მას ობიექტური განაჩენის მოლოდინი არ ჰქონდა.
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია მათე დევიძე, მან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა, რადგან განაცხადა, რომ ის "ამას ვერ მოუსმენდა". მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა სხდომათა დარბაზში. განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმე...
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა. იქამდე, გვარამიამ, რუსთავის საპატიმროსთან მისვლის შემდეგ 112-ში დარეკა და პატრული თავად გამოიძახა. თავის მხრივ, როგორც ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა განაცხადეს, გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია „შესაბამის სამსახურს გადასცეს“. "ოლიგარქია უნდა დაემხოს! დიდება საქართველოს!" - განაცხადა ბორკილების დადების შემდეგ ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30...
აქტივისტმა ლიკა ლორთქიფანიძემ, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის ფაქტზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. მას იზოლატორთან მეგობრები და ახლობლები დახვდნენ. ცნობისთვის, ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელსაც შსს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან რამდენიმე აქტივისტი მივიდა და შემდეგი შეძახილებით მიმართა: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“. მარიამ ლაშხი მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებ...
აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე 1980 წელს დაბადებული მ.ა. და ბელარუსის მოქალაქე 2000 წელს დაბადებული კ.ჰ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ...
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ივნისს გაიმართება. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა იყო. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, შემდეგ კი პროკურატურის მოწმე, საქმის გამომძიებელი, სალომე შიოშვილი გამოკითხეს. ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, მათი სურვილია, საქმე მალე დასრულდეს, ამიტომ, ამ მიზეზით, აპირებენ, რომ მომდევნო სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებები უდავო გახადონ. "შემდეგ სხდომაზე, ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად, შევეცდები, რომ პოზიცია დავაფიქსირო. ჩვენი სურვილი იქნება, რომ ეს საქმე მალე დავასრულოთ. მტკიცებულებების უდავოდ გახდომა ა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული თ.ფ. დააკავეს. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ფ.-მ ფიზიკურად იძალადა 2000 წელს დაბადებულ ლ.გ-ზე და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება და ელექტრო სასწორი. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11-151-ე და ...
ივანიშვილის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს მოსამართლე დავით თეთრაულმა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შემთხვევა 17 მაისს მოხდა. ლაშხმა სასამართლოში 3 აქტივისტს უჩივლა, მისი მტკიცებით, მას შეურაცხყოფა მიაყენეს. ადვოკატი მიხეილ თათარაძე ამბობდა, რომ ლორთქიფანიძის მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა სამი აქტივისტი ქალის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო შეიტანა. ორი აქტივისტის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, ერთის მიმართ - ჯარიმის. ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან...
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმეზე შეფარდებული 50 000 ლარის ოდენობით გირაოს არ გადახდა ნიკა მელიას მხრიდან მოხდა მიზანმიმართულად. თვითონ ნიკა მელია გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რადგანაც გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, ამის შემდგომ კი ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატების გა...
საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ბაჩიაშვილის თქმით, ის საქართველოში თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. „აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვთვლი თავს, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს. დღეს დამტკიცდა, რომ საქართველოში მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი. მე კიდევ ერთ, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა გიამბოთ, საერთაშორისო დანაშაულის შესახებ, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს, 24 მაისს, მე გამიტაცე...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა. შესაბამის ინფორმაციას თავად სუს-ი ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონ...
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მედიებმა - სტუდია მონიტორმა და საქართველოს ამბებმა "FARA"-ს კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. "საიამ, სტუდია მონიტორმა, საქართველოს ამბებმა და მათმა ხელმძღვანელმა პირებმა ქართული ოცნების მორიგი რეპრესიული კანონი - "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. სარჩელი 15 მაისს შევიტანეთ. ამ სარჩელით ვითხოვთ როგორც კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, ასევე მათი მოქმედების შეჩერებას, რადგან ამ კანონის ამოქმედება მყისიერ საფრთხეს აყენებს იმ ორგანიზაციებისა და ინდივ...
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკუშა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე დაკავებული ჟურნალისტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. სახელმწიფო ბრალდება კაციას მიმართ კვლავ საპატიმრო ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე განმარტავდა, აღკვეთის შეცვლის ახალი გარემოება არ გამოკვეთილა. პროკურორი ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის საფრთხეებზე საუბრობდა. ადვოკატი ნინა ლომინაძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ის აღნიშნავდა, კაციას მხრიდან არც მიმალვისა და არც ახალი დანაშაულის ჩად...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქვემო ქართლში და სამეგრელოში 8 პირი დააკავეს, ხოლო - 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის 2 „კანონიერი ქურდია“. „ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებული არიან: 1982 წელს დაბადებული გ.ს., 1989 წელს დაბადებული ა.ქ., 1982 წელს დაბადებული ვ.ს. მეტსახელად &bdqu...
საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა საიას შუამდგომლობა და შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების მოქმედება, რომელიც შეეხება თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევებას, შეჩერებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. "როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 30 აპრილს, თემურ ქათამაძეს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული მ.ფ. დააკავეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდე...