საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყებაში შესვლამდე პიტერ ფიშერმა თქვა, რომ ეს უჩვეულო შემთხვევაა “მეგობრულ სახელმწიფოებს შორის” ურთიერთობაში. მან ასევე დასძინა, რომ იგი სამინისტროში დაგმობს საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ კურსს. “ქართული ოცნების” საგარეო უწყების განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას. “24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა სა...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ დღეს პროტესტის მე 300-ე დღეა. არასოდეს საქართველოს ისტორიაში მსგავსი რამ არ ყოფილა. დღეს დილიდან საპროტესტო აქციებზე შეფასებები კეთდება, "ქართული ოცნება" კი ჩვეულ რეჟიმში ხალხის ხმას იგნორს უკეთებს. კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპატიმროში მყოფი ელენე ხოშტარია რუსთავის ციხიდან წერილს აქვეყნებს და პროტესტის მე -300 დღეზე წერს. ხოშტარიას თქმით, “ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენს ისტორიაში, როდესაც ასეთი შემართებით, დაუღლელად, რუტინულად, პრინციპულად, ყველანაირი რეპრესიების, ჯარიმების, პროვოკაციების მიუხედავად, საზოგადოება ერთიანად იბრძვის.“ დღეს უწყვეტი პროტესტის მე-300 დ...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქვეყანა დატოვა. ამასთან დაკავშირებით დარჩია “ექსპრესნიუსისთვის” გამოგზავნილ წერილში საუბრობს. დარჩია განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მის მიმართ ძალოვანი უწყების თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ტერორი და სიცოცხლის მოსპობის მუქარა გახდა. “მეგობრებო, ჩემო თანამოაზრეებო და გულშემატკივრებო, სამწუხაროდ დადგა ის დღეც, როცა ამ სრულად დეგრადირებულმა არაადამინებმა საწადელს მიაღწიეს. გაუთავებელი რეპრესიების პრობლემების და მოყენებული ზიანის შემდეგ, მიწევს, რომ ქვენაყანა დავტოვო. ძალიან მიმძიმს ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სასწორზე...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ტელეარხ „პირველის“ ეთერში ისაუბრა 2025 წელს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისი მონაწილეობის მიზეზებზე. ის უაზროს უწოდებს საუბარს არჩევნებში მონაწილეობით „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციაზე. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სწორი და ერთადერთი ჭეშმარიტი გზა... პატივს ვცემ ყველას გადაწყვეტილებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. ყველა ჩვენგანისთვის - ჩემი, თქვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის - გამოწვევა ის არის, რომ დღეს, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე იმსახურებს. ეს ფაქტია და სანამ მას თვალებ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსაც ბრალი ედება საპროტესტო აქციის დროს მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის თანამშრომელზე თავდასხმაში, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი 18 ივლისს გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ. „დიდი მადლობა ჩემი საქმის აღებისთვის. რამდენი წლისაც არ უნდა მომცეთ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. დღეს ვამაყობ, რომ დავიცავი ჩემი ქვეყანა. ჩემი საქმე დახურულია, არ მესმის სად არის დასაწყისი, სად არის დასასრული - რაში მადანაშაულებენ და რისთვის“, - განაცხადა კვარაცხელიამ განაჩენის გამოცხადებამდე. კვარაცხელიას საქმეში ო...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა, მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრმა მზია ამაღლობელის თემაზე ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ამაღლობელის შემთხვევა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განზრახული ჰქონდათ საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება. „ძალიან კარგად იციან, რომ თუ დაკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი უნივერსიტეტის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტი ოჯახის მოთხოვნით თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთი დღით ადრე, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, პირველად გააკეთა კომენტარი რიჟვაძის შესაძლო თვითმკვლელობის მცდელობაზე, რომლის შესახებაც პროკურატურამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია. რიჟვაძის კლინიკაში მონახულების შემდეგ, კობახიძემ განაცხადა, რომ ინციდენტი „ოპოზიციურ მედიაში წარმოებულ საინფორმაციო კამპანიას“ დაუკავშირა. „პირველ რიგში, ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას. მ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელშიც მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას - ის საუბრობს „ქართული ოცნების“ პარტია „რეჟიმის“ ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაზე, გმობს ოპოზიციის წევრების დაპატიმრებებს, შეიცავს მოწოდებებს სანქციების შემოღების, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და სხვა „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების, ასევე ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. დღევანდელ სესიაში ევროპარლამენტის 686 წევრმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 490-მა (ანუ 71%-მა) რეზოლუციას მხარი დაუჭირა, 147-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 49-მა თავი შეიკავა. რეზოლუცია ეფუძნება ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ 2023 და 2024 წლების ანგარი...
რადიო „თავისუფლების“ ქართული სამსახურისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილი არაოფიციალური წერილი „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, უაზრო და ვაშინგტონში უკიდურესად ნეგატიურად აღქმული“ იყო. ელჩმა რობინ დანიგანმა ასევე განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან პირადად შეხვედრა სურდა, რადგან მდივან რუბიოსგან შეტყობინება ჰქონდა. მისი თქმით, სწორედ რუბიომ სთხოვა, ეს პასუხი პირადად ივანიშვილისთვის გადაეცა, თუმცა მან შეხვედრაზე უარი თქვა. დანიგანი, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით ივლისში საქართველოს ტოვებს, ხაზს უსვამს, რომ ქართულ-ამერიკული...
„ლელოს შეცდომა ქვეყანას ძვირად დაუჯდება“, - დაწერა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ. დეკანოიძე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. დეკანოიძის თქმით, ეს უპატიებელი შეცდომაა. „ეს საერთაშორისო პარტნიორებთან გაუგებრობას გამოიწვევს, შესაძლოა სანქციების პროცესი შეჩერდეს და ივანიშვილისა და მისი კარტელის წინააღმდეგ ფინანსური სანქციებისთვის კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს საქმეს. „ეს ძალიან, ძალიან დიდი, უპატიებელი შეცდომაა“, - წერს დეკანოიძე.
რეჟიმის ნორმალიზება მის მიერ დანიშნული არჩევნების ლეგიტიმაციით არასწორია და ზიანს აყენებს ეროვნულ ინტერესებს, - დაწერა სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ პარტიის ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა. მისი თქმით, ფედერალისტების სამიზნე არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ მისი კოლაბორაციონისტებიც იქნებიან. „ფედერალისტების სახელით, გაცხადებთ, რომ არაღიარების კამპანიაში ჩვენი სამიზნე არა მხოლოდ რეჟიმი იქნება, არამედ მისი კოლაბორატორებიც. ჩვენ ინტელექტუალურად არ შეურაცხყოფთ ჩვენს ამომრჩევლებს. რეჟიმის ნორმალიზება მის მიერ დანიშნული არჩევნების ლეგიტიმაციით არასწორია და ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა. არასწორია სამიზნე. „ჩვენ ზიანს ვაყენებთ იმას, რაც ჩვენ გვაზიანებს“, - წერს თ...
„ლელოსა“ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ რამდენიმე წევრმა ლიდერის თანამდებობები დატოვა მას შემდეგ, რაც პარტიამ 4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. პოლიტიკური ძალის პოლიტიკური საბჭო დატოვეს, კერძოდ, აღმასრულებელმა მდივანმა დეა მეტრეველმა, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საბა ბუაძემ და ყოფილმა მოადგილემ ანა ნაცვლიშვილმა. მეტრეველმა დაწერა, რომ მისი აზრით, რეჟიმთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა ერთიანობაა და ამიტომ მისთვის „უკიდურესად მნიშვნელოვანია“, რომ პარტია „დიდი ეროვნული მოძრაობის“ ნაწილი იყოს. იგი ნანობს, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ვერ შეძლეს არჩევნებისთვის საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება. „მე არ ვ...
სომხეთში „კამკის“ (ნების) ინიციატივის ლიდერი, ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს, იტყობინება ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტი. ოპოზიციონერი დააკავეს „საკრალური ბრძოლის“ მოძრაობის ლიდერებისა და მონაწილეების მიერ „ტერორისტული აქტის მომზადებისა და ძალაუფლების უზურპაციის“ ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. მანამდე, იმავე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს მთავარეპისკოპოსები ბაგრატი (გალსტანიანი) და მიქაელ აჯაპახიანი. ყველა მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. საქართველოში ჩახალიანი ცნობილი იყო, როგორც ჯავახკის ორგანიზაციის თავმჯდომარე. მას ხშირად აღწერენ, როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, დამო...
მიხეილ ყაველაშვილმა დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს შეწყალება დაჰპირდა, თუ ისინი მომავალ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდებიან. პრეზიდენტმა, რომლის ლეგიტიმურობას ოპოზიცია და საქართველოს საზოგადოების ნაწილი არ აღიარებს, შესაბამისი განცხადება საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. „ვთავაზობ, რომ ყველა შესაბამისმა მსჯავრდებულმა პოლიტიკოსმა დამიკავშირდეს შეწყალების თხოვნით და იმავე თხოვნით დაადასტუროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ასეთი მიმართვის შემთხვევაში, მე დაუყოვნებლივ გამოვცემ შეწყალების აქტს“, - წერს ყაველაშვილი. საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი. თუმცა, რვა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე გამოაცხადა საარჩევნო პროცესის ბოიკოტი. ...
საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ ქართული საზოგადოების რეაქციაა პირველ რიგში მთავარი. დღეს ყველა ხედავთ, თუ როგორია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული. მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიციამ გაინადგურა თავი, არის ის, რომ მან დაკარგა ის მხარდაჭერაც კი, რაც ჰქონდა საზოგადოებისგან. ეს არის რეალურად მთავარი შეფასება, რასაც აკეთებს საზოგადოება. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, უცხოელ პოლიტიკოს...
ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთში აქტიურად განიხილება ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილზე, კორუფციონერებზე და პროპაგანდისტებზე - უკვე ვხედავთ, რომ ეს, ასე არის, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებას. ბოკუჩავას თქმით, საჯაროდ დადასტურდა ის, რომ ბრიტანეთი „ყველა ზომას განიხილავს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო“. „ჯერ კიდევ წინა კვირას, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფებოდით და სადაც ორმხრივი შეხვედრა გვქონდა დიდი ბრიტანეთის დელეგაციასთან, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ დიდ ბრიტანეთში აქ...
„ქართული ოცნება“ პარანოიულ მდგომარეობაში იმყოფება და ეს კლასიკურად ასეთი რეჟიმის დასასრული ეტაპის მაჩვენებელია - ეს რყევების მომენტებია და ჩვენ უნდა გავუძლოთ, თუმცა გაძლება ადვილი არ არის,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მათი „ფსიქიკური მდგომარეობა, რასაც აკეთებენ, აჩვენებს, რომ ეს რეჟიმი თვითონ, შინაგანად ვერ არის მწყობრში“. მან ასევე, უპასუხა კითხვას გამორიცხავს თუ არა თავად იმას, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია მისი დაბარებითაც დაინტერესდეს. საპასუხოდ კი აღნიშნა, „თქვენ გამორიცხავთ“? „თქვენ გამორიცხავთ? ვე...
დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ პროცესებით საქართველოს სჯის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „რეჟიმი აღარ მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში, ის იქცევა, როგორც კრიმინალური დაჯგუფება და უსწორდება ყველას, ვინც არ ემორჩილება“. „ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ. პოლიტიკური ლიდერების გასამართლება არ არის პარტიული ამბავი, ეს ეხება ყველას, ვინც შვილს ევროპაში სასწავლებლად უშვებს, ვინც კანონის დაცვით ცდილობს მიაღწიოს წარმატებას, ვინც თვლის, რომ თავისუფლად და ღირსეულად უნდა იცხოვროს. დღეს არ სჯი...
“ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს. "ევროპარლამენტში გამოსვლა მაშინ, როდესაც შენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, პრობლემებს შეგიქმნის? “ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს”, - წერს ლუაზო. კერძოდ, ლუაზო “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პოსტს ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ივანიშვილი-კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ” ეკა გიგაურის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იურიდიულ საფუძვლად გამოიყენა მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების შესახებ პირადი ...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია, დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილს ეს ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა. ორგანიზაციის ცნობითვე, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, დეკლარაციების საიტზე იძებნება ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია, რომელსაც ივანიშვილის მსგავსად, ქონების აღრიცხვის ვალდებულება დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო ჰქონდა. „ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს 2024 წლის ...