უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავადვე ავრცელებს.
შმიგალის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებთან ერთად განიხილავს.
საკითხებს შორის არის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევა.
შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში მას ახალი შეთანხმებების იმედი აქვს.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი კონტრშეტევა შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press