რატომ ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა აღმასრულებელი იქნება თუ პოლიტიკური ჯგუფი, ინტელექტუალურად უფრო ნაკლებ დონეზეა, ვიდრე მაგალითად კეზერაშვილის პოლიტიკური პარტია?! - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვოლსკიმ ჟურნალისტებს შეკითხვით მიმართა: "რატომ უნდა იგულისხმოთ, რომ პროფესიონალიზმი აკლია მთავრობის შემადგენლობას ნებისმიერი მიმართულებით და აუცილებლად ფარდის უკნიდან მართვა სჭირდება?!"
"რატომ უნდა ჭირდებოდეს ბიძინა ივანიშვილს რაიმე გავლენა ან რაში გამოიხატება, რომელი ფაქტია ისეთი, რომელიც ადასტურებს ნეგატიურ გავლენას?! რატომ ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა აღმასრულებელი იქნება თუ პოლიტიკური ჯგუფი, ინტელექტუალურად უფრო ნაკლებ დონეზეა, ვიდრე მაგალითად კეზერაშვილის პოლიტიკური პარტია?! რატომ უნდა იგულისხმოთ, რომ პროფესიონალიზმი აკლია მთავრობის შემადგენლობას ნებისმიერი მიმართულებით და აუცილებლად ფარდის უკნიდან მართვა სჭირდება?!" - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press