სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანის საზღვრიდან გაიყვანოს ჯარები 1991 წლის მონაცემების შესაბამისად, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის ქმედებები პროვოკაციულია და ეწინააღმდეგება პრაღაში და სოჭში მიღებულ განცხადებებს.
„ამასთან, უნდა განვაცხადო, რომ აზერბაიჯანის ქმედებები არის პროვოკაციული და ეწინააღმდეგება 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში და 2022 წლის 31 ოქტომბერს სოჭის შეხვედრებზე მიღებულ განცხადებებს. საზღვარზე არსებული ვითარების პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ წინა დღით გავრცელებული გზავნილი, რომელიც ხაზს უსვამს 1991 წლის საზღვარს. ჩვენ მზადყოფნას გამოვხატავთ 2021 წლიდან და ეს ქმედება გამომდინარეობს პრაღისა და სოჭის სამმხრივი შეთანხმებების ლოგიკიდან“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press