Foto

ნავალნი სააკაშვილზე - ყოფილი პრეზიდენტის ტანჯვა, საშინელი და უგულოა

ყოფილი პრეზიდენტის [სააკაშვილის] პატიმრობა და ტანჯვა საშინელი და უგულოა, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ოლექსეი ნავალნიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალიან ავადაა და სიმულაციებზე საუბარი სისულელეა, აქედან გამომდინრე მისი პირობითი სასჯელით, მკურნალობის მიზნით გათავისუფლება სწორი ნაბიჯი იქნება.

"მინდა ვისაუბრო მიხეილ სააკაშვილზე. ჩვენ მას არ ვიცნობთ და არასდროს შევხვედრილვართ. მის გუნდში არავის ვიცნობ და ჩემთვის ამ პოსტის დაწერა არც არავის უთხოვია. 

მე, ჩემდა სამარცხვინოდ, ქართულ პოლიტიკაზე საკმაოდ სუსტი წარმოდგენა მაქვს და შეიძლება რამე არასწორადაც ვთქვა. ჩემდა კიდევ უფრო დიდად სამარცხვინოდ, რატომღაც, იმის გავლენით, რომ ჩემი მეგობარი ცხინვალში იყო დაბომბვების ქვეშ, 2008 წელს ქართველების მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი დავწერე. ამის გამო ბოდიშს კიდევ ერთხელ ვიხდი, მაგრამ ვიცი, რომ ამ მხრივ ჩემს აზრს საქართველოში დიდი წონა არ აქვს. 

თუმცა, გადავწყვიტე, დამეწერა როგორც ადამიანს და ქრისტიანს, რადგან ეს ძნელი საყურებელია. სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი და მთელი საქართველო იტანჯება. ცუდია, რაც რაც ხდება და ამაში კარგი არაფერია არც მათთვის, ვისაც სურს, რომ სააკაშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში იყოს. 

მე მჯერა საქართველოს ბედნიერი, ევროპული მომავლის. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელსაც კეთილდღეობისთვის ყველაფერი აქვს. მჯერა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება, (და სად არ არის ეს?) მშვიდობიანად და უსაფრთხოდ მოგვარდება. მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა და ტანჯვა საშინელი და უგულოა. ეს გავლენას ახდენს ევროპულ არჩევანზე, განვითარებაზე, ამცირებს ქვეყნის ნორმალური მომავლის შანსს. აქვეითებს მორალს და ქვეყანას ბოროტებით ავსებს. 

გასაგებია, რომ ეს დაპირისპირება სასტიკი და ემოციებით სავსეა. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებს ბევრი დასამახდოვრებელი და შურის საძიებელი აქვთ. და ამაზე მინდა საუბარი, თუ ვინმე გაიგებს. არ არის საჭირო შურისძიება, თუმცა ძალიან მინდა. ამ შურისძიებით მთელი საქართველო დაზარალდება. ეს გადაწყვეტილება ჩიხში შემყვანი და სტრატეგიულად ყველასთვის სასტიკი და არახელსაყრელია. ჩვეულებრივ, ყველაფერი ეყრდნობოდა იმას, რომ სახის შენარჩუნება ყველას სურს.

მაგრამ, ხელისუფლება უფრო მოწყალე უნდა იყოს, ვიდრე მისი ოპონენტები. ის არის ძალა. 

სააკაშვილი ძალიან ავადაა და სიმულაციაზე საუბარი სისულელეა. დამიჯერეთ, ციხე ყველას ართმევს ჯანმრთელობას, თან ძალიან სწრაფად. მისი პირობითი სასჯელით, მკურნალობის მიზნით გათავისუფლება, ან ისეთი რამის გაკეთება, რაც მხარეებს კანონის დაცვისა და სახის გადარჩენის საშუალებას მისცემს, სწორი ნაბიჯი იქნება.

ახლა მართლმადიდებლურ ქვეყნებში წმინდა კვირაა, შემდეგ კვირა კი აღდგომის კვირაა. ახლა კარგი დროა ქვეყნის სასიკეთოდ რთული, მაგრამ მოწყალე მოქმედებისთვის და ეროვნული შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯისთვის.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილის ყველა ოპონენტს, გადადგას ეს ნაბიჯი ქრისტიანული ქველმოქმედებისა და მშვიდობის დამყარების სულისკვეთებით.

ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ", - წერს ნავალნი.